"გაგვეპარა, ვერ ვპოულობდით... ვერ ვაკავებდით, აგრესიული ხდებოდა შემდეგ" - რას ამბობს ახლობელი იტალიაში მყოფ ქართველ ბებოზე?
იტალიაში მყოფი ქართველი ხანდაზმული ქალის, ნათელა აგლაძის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც მისი დის შვილიშვილი აცხადებს, მოხუცი იპარება და არ ჩერდება ერთ ადგილას დიდხანს.
ლალი ჯანეზაშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ქალს 6 შვილიშვილი ჰყავს.
"მე მისი ერთ-ერთი დის შვილიშვილი ვარ. ჩემზე უკეთ არავინ იცის მისი ცხოვრება და ემიგრაციაში ყოფნის ეს წლები. ამაში აქ მყოფი ემიგრანტებიც დამემოწმებიან, თუ როგორ ვცდილობდით ყველა და ვერაფერს გავხდით. მეც ემიგრანტი ვარ და ვიმყოფები „მელიტო დი პორტო სალვოში“ და შემიძლია ნებისმიერს გავცე პასუხი და მოვუყვე სიმართლე, „რეჯიო დი კალაბრიაში“ მყოფი ბევრი ემიგრანტი დამეთანხმება იმაზე, რასაც ვიტყვი, რადგან თავად არიან მომსწრეები მისი აქ ცხოვრების და ყოფნის, თუ რა გამოვიარეთ და რა როგორ იყო უკვე შემდგომ აქ.
არანაირი 6 შვილიშვილი არ ჰყავს. არც პენსია აქვს, ვინც საპენსიო წიგნაკი და პასპორტი გაუკეთა ცრუ მისამართით და დაკლებული ასაკით, იმას დაუტოვა. გზავნილებს აკეთებდა, მაგრამ აქ იტალიაშივე და დღემდე ვერ გავიგე ვის უგზავნიდა ან რატომ.
იპარებოდა ყოველთვის, დიდი ხნით არსად არ ჩერდება, სამწუხაროდ. ვერ ვაკავებდით, აგრესიული ხდებოდა შემდეგ. მისი ორი დისშვილი სულ ეხვეწებოდა დაბრუნებულიყო, არაფერს მოაკლებდნენ, მაგრამ იმათთან კონტაქტიც შეწყვიტა მას მერე, რაც დედა აქ ჩამოვიყვანე, რომ რამენაირად წაეყვანა. სულ იმის შიში მაქვს, აქ არაფერი დაემართოს. მეცოდება. მინდა დაბრუნდეს, მაგრამ ვერაფერს გავხდი. მერე დაიკარგა ისევ და გუშინ შემთხვევით გავიგე, რომ თურნე ამჯერად ფლორენცაშია.
სახლ-კარიც არავის წაურთმევია, თავად დაკარგა და წლების მერე მოვიდა ჩვენთან, - სახლის გარეშე დავრჩიო. რამდენიმე თვის მერე ისევ გაგვეპარა, ვერ ვპოულობდით და ასე გრძელდებოდა, სამწუხაროდ, და გრძელდება. თავის უბედურებაც ყოფნის, უბრალოდ სიმართლე ესაა.
არიან ემიგრანტები, ვინც ჩემს სიტყვებს დაადასტურებს და იტყვიან თუ რის ფასად უჯდებოდათ მისი გაჩერება ხოლმე. ვერ გავუშვით საქართველოში, ვერც წავიყვანეთ, ასე დადის ქალაქ-ქალაქ და ტყუილებს ჰყვება", - აცხადებს 86 წლის ქალის ახლობელი Exclusivetv.ge-სთან.