თეგებით ძიება

საქართველოს დასავლური კურსის ცვლილება „ქოცებს“ გადაიყოლებს - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქვეყნის დასავლური კურსი შეცვლილია და იმის დასანახად, რომ ქვეყნის კურსი იცვლება, დროშა არ სჭირდება.

მისივე შეფასებით, ქვეყნის კურსის ცვლილება „ქოცებს“ გადაიყოლებს.

"სიმართლე გითხრათ, არ შემიმჩნევია იქ იყო თუ არა ევროკავშირის დროშა, მაგრამ ქვეყნის კურსი რომ იცვლება, ამის დასანახად დროშა არ მჭირდება. დროშა იქ რომც იყოს, ქვეყნის დასავლური კურსი შეცვლილია და ეს ჩემი აზრით, "ქოცებს" გადაიყოლებს.

ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ის ქვეყნის მოღალატეა და არა პატრიოტი, ჩემი აზრით. რაც არ უნდა დროშებით ფუთო ქვეყნის მოღალატეობა, არ შეიფუთება, მოჩანს დროშების მიღმაც," - განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის, ევროკავშირის დროშა გამოფენილი აღარ არის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა