8 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს
თელავში, ალაზნის გამზირზე 8 წლის ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ის სავალ ნაწილზე გზის გადაკვეთას ცდილობდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.