თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძნა ივანიშვილის წინააღმდეგ შვეიცარიული ბანკისგან დეფაქტო სანქციები უკვე დიდი ხანია მოქმედებს.

"ჩვენთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ მოცემულობას, მოცემულობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს, ეს არის დეფაქტო სანქციები, რომლებიც მოქმედებს შვეიცარიული ბანკის მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილმა წერილით გაახმოვანა ის ინფორმაცია რომელიც უკავშირდებოდა მასთან კონკრეტულ კომუნიკაციას და აღნიშნა, რომ მის მიმართ არის გარკვეული მოთხოვნა და არ შეასრულებს არცერთ შემთხვევაში ისეთ მოთხოვნას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს ხელი მოაწერო საკუთარი ქვეყნის განადგურებას", - აცხადებს კობახიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა