თეგებით ძიება

შანსები არის 50/50-ზე - ირაკლი კობახიძე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი 50/50-ზეა.

"ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული. აქედან გამომდინარე, თუ იქნება სამართლიანი შეფასება ამჯერად, რა თქმა უნდა, ეს შეფასება ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნება დადებითი. ასეთ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დეკემბერშიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. თუ, რა თქმა უნდა, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, განსხვავებით შარშანდელი ივნისის გადაწყვეტილებისგან, ჩვენი მოლოდინი ამ კუთხით არის ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შანსები არის 50/50-ზე", - აცხადებს კობახიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა