ძალიან ცუდი შეგრძნება იყო - რას ამბობს გოგო, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად ლიფტის შახტში ჩავარდა?
ძალიან ცუდი შეგრძნება იყო, - თბილისში, გლდანში ოჯახი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
თამო „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„მალევე მოვიდნენ გამგეობიდან. პოლიციაც იყო. როგორც ამიხსნეს, მეცხრე სართულიდან ლიფტის მოწყვეტა არ იყო, პირველ სართულზე მუხრუჭმა ვერ დაიჭირა და ლიფტი შახტში ჩავარდა. ძალიან ცუდი შეგრძნება იყო, რის გამოც ჩავვარდი პანიკაში. მათ მოახდინეს რეაგირება და ლიფტის ექსპერტიზის შემდეგ დაუყოვნებლივ მიიღებენ ზომებს“,- ამბობს დაზარალებული.
წყარო: primetime.ge