"Georgian Airways" რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტულ რეისებს ჩაუშვებს - მედია
Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტულ რეისებს ჩაუშვებს. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
რუსულ მედიასთან ამის შესახებ ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა.
გეგმაშია ევროპის ხუთი ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი.
"დავიწყებთ 15 ივნისიდან. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკმარისი მოთხოვნა იქნება ამ მარშრუტებზე. თბილისიდან იქნება უფრო კომფორტული და სწრაფი, ვიდრე სხვა მიმართულებებზე", - ამბობს გაიაშვილი.
Georgian Airways-ის პროგნოზით, რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან აღდგება.
„ბუნებრივია, ჩვენ შევინარჩუნებთ საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან. საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ ის აღარასოდეს შეწყდეს", - თქვა გაიაშვილმა.
გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბოკიკოტი გამოუცხადა აირზენას, ამ უკანასკნელმა კი სალომე ზურაბიშვილი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა თავის ბორტზე.
წყარო: რადიო თბილისი