თეგებით ძიება
25. 05. 2023 მსოფლიო

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 106 ჯარისკაცი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით,რუსული ტყვეობიდან გაათავისუფლეს კიდევ  106 უკრაინელი  სამხედრო.

"ჩვენი 106 მოქალაქე მიგვყავს სახლში. ესენი არიან ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებიდან - 8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტი..ისინი იბრძოდნენ ბახმუტისთვის და შეასრულეს თავისი მისია, რამაც ხელი შეუშალა მტერს წინსვლაში აღმოსავლეთით. თითოეული მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია", - აცხადებს ერმაკი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა