"მილანმა“ "მეცს“ გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა - footmercato
სპორტული გამოცემის footmercato ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ ფეხბურთელი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ახალი სეზონიდან შესაძლოა "მილანში" ვიხილოთ.
ქართველის გადაბირების პროცესში "მილანმა" მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და „მეცის“ დაახლოებით 10 მილიონ ევროს სთავაზობს მიქაუტაძის სანაცვლოდ.
როგორც footmercato წერს, კლუბის სპორტული დირექტორი პაოლო მალდინი რამდენჯერმე ესაუბრა 22 წლის ფეხბურთელს.
ამავე ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძით ასევე დაინტერესებული არიან ინგლისური „ბარნლი“ და მისი ხელმძღვანელი ვენსან კომპანი.