თეგებით ძიება

პირუტყვი იყო ინფიცირებული - როგორია 12 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც ბრუცელოზი დაუდასტურდა?

აპინძის სოფელ საყუდაბელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა.

როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მზია პაპაშვილმა განაცხადა, დაავადებულთაგან ნაწილი სტაციონარში მკურნალობდა, ახლა კი მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ.

„დღეისთვის 12 შემთხვევა გვაქვს, სოფელ საყუდაბელში. ზოგიერთი სტაციონარშის მკურნალობდა, ახლა ბინაში იმყოფებიან და ამბულატორიულად აგრძელებენ. მკურნალობის პროცესი ხანმოკლე არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ ჩემი უშუალო მოწვევით, ნიმუშები იქნა აღებული მას შემდეგ, რაც გაურკვა, რომ პირუტყვი იყო ინფიცირებული. მოსახლეობა მოიცვა პანიკამ, რადგა მიმრთმევდნენ არაპასტერიზებულ რძის პროდუქტს, პირუტყვს უვლიდნენ, რაც არის საფრთხის შემცველი ცხოველიდან ადამიანისთვის გადადების თავლსაზრისით“, - განაცხადა მზია პაპაშვილმა "ინტერპრსენიუსთან".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა