თეგებით ძიება
25. 05. 2023 სპორტი

ქურდებმა ცოტა ფული და ოქრო წაიღეს, მედლებისთვის ხელი არ უხლიათ - ლუკა მაისურაძე

ხაშურში ძიუდოისტის, საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს.

ძიუდოისტის სახლიდან წაღებულია ფული და ძვირფასი ნივთები. 

ლუკას თქმით, ქურდებს მედლებისთვის ხელი არ უხლიათ.

"ქურდებმა იმით ისარგებლეს, რომ შინ არავინ იყო. შევიდნენ სახლში, წაიღეს ცოტა ფული და ოქრო, მედლებისთვის ხელი არ უხლიათ, ეტყობა ვერ გაბედეს“,- ამბობს ლუკა მაისურაძე Ambebi.ge-სთან საუბრისას. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა