თეგებით ძიება

ლავროვი ჩემს კვალს დაჰყვება - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ მისის რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი მის კვალს დასდევს.

"ვიცი, რომ ჩემს ტურს მოსკოვში ყურადღებით ადევნებენ თვალს და სადაც გამოვჩნდები, მიდის რუსეთის ელჩი და ამბობს, რა ცუდია, რომ უკრაინელი მინისტრი მიიღეს. 

ლავროვი ჩემს კვალს დაჰყვება და ცდილობს ესაუბროს იმ ადამიანებს, ვისაც მე ვესაუბრე და გეგმავს ვიზიტს აფრიკაში“, - განაცხადა კულებამ.

კულებას თქმით, აფრიკა არის სივრცე რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური დუელისთვის და აღნიშნავს, რომ 30 წლის განმავლობაში რუსეთი ბევრს მუშაობდა იქ საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად  და არწმუნებდა აფრიკის ქვეყნებს, რომ ის იყო მათი ერთადერთი "მხსნელი და დამცველი" მსოფლიოში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა