ვაკეში, კაფეში სროლისას დაჭრილის ვინაობა ცნობილია
თბილისში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „სტრადაში" დაჭრილი კაცის ვინაობა ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, ის გუგა ფირცხალავაა.
როგორც ცნობილი ხდება, ფირცხალავა სხვა პიროვნებაში შეეშალათ და შეცდომით ესროლეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა რამდენჯერმე გაისროლა და ტერიტორია დატოვა.
დაჭრილი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.