თეგებით ძიება
25. 05. 2023 მსოფლიო

სომხეთი და აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე შეთანხმდნენ - რას წერს რუსული მედია?

სომხეთი და აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთ აღიარებაზე შეთანხმდენენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბაქო და ერევანი წინ მიიწევენ ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით.

„ამის საფუძველზე ჩვენ კარგად მივიწევთ წინ ჩვენი ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით“ , - აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, მან გაიხსენა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი.

„იმედი მაქვს, რომ ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის ნორმალური, კონსტრუქციული დიალოგი მოკლე დროში დაიწყება" , - აღნიშნა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ქვეყანას არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია სომხეთის მიმართ.

„ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთმა ოფიციალურად აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად“ , - განაცხადა ალიევმა. 

მან ისიც აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული წინაპირობები ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრა ყველა უთანხმოების განხილვას შეძლებს.

ამასთან, პუტინმა ხაზი გაუსვა მხარეთა პრინციპული შეთანხმებების მნიშვნელობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. მისი თქმით, ამ საკითხზე შეთანხმება შეიძლება გახდეს კონსენსუსის საფუძველი სხვა მეორეხარისხოვან საკითხებზე, თუმცა მათ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა