თბილისის ნაწილს წყალი მთელი ღამით შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
გლდანის რაიონში, რამაზ შენგელიას ქუჩის N 1 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/05 22:30-დან 26/05 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ხიზაბავრის (თ. ბოჭორიშვილის) ქუჩა ჩიხებით, იპოლიტ-ივანოვის ქუჩა ჩიხებით და შესახვევით, ჯანჯღავას ქუჩა შესახვევებით და ჩიხებით, ჩიქვანაია ჩიხებით; ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის ხანძთელისის, ბაღნარის ქუჩებს; სოფ.გლდანში-26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დ.თავდადებულის ქუჩებს; გაზის დასახლებას, ავჭალა2-ის დასახლებას; ცენტოლიტის დასახლებას; ხევძმარის N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, რევოლუციის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს; ანდრონიკაშვილის II შესახვევს.
დიდუბის რაიონში, ფოთის ქუჩის N 34 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/05 21:30-დან 26/05 06:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ფოთის ქუჩას.
მთაწმინდის რაიონში, წავკისში, გელოვანის ქუჩის N 6 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 25/05 20:15-დან 26/05 04:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება;სოფელი ტაბახმელას, (მთლიანად), შინდისში-მირიან მეფის, წუწუნავას, ამაღლების, დიდგორის, ჭიჭინაძის,წავკისში- სამადლოს, 9ძმა ხერხეულიძის, ვახტანგ VI გორგასლის, თაყაიშვილის ქუჩებს.