"ოჯახიც უყვარს და ოჯახსაც არასოდეს მიუტოვებია ის... იტალიაში ყოფნა უნდა...პრობლემა რჩება მისი შეფარება" - ბოლო ინფორმაცია იტალიაში მყოფ ქართველ ბებოზე?
იტალიაში მყოფ ქართველ ბებოზე, ნათელა აგლაძეზე ბოლო ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლალი ბურდული წერს, ნათელა აგლაძეს იტალიაში დარჩენა სურს, თუმცა მას თავშესაფარი არ აქვს.
"მეგობრებო!
გილოცავთ ამაღლებას!
ამგვარ გამოცდის წინაში დაგვაყენა ქალბატონი ნათელას შემთხვევამ - ავმაღლდეთ და არ განვიკითხოთ, განსაკუთრებით, როდესაც საქმის კურსში არ ვართ.
ნათელა აგლაძის საკითხი არ არის "კლასიკური" შემთხვევა - ქალბატონი ადეკვატურია, გააჩნია თავისი სურვილები და გეგმები. აქვს თავისებური ხასიათი, ძლიერი პიროვნულობა, თუმცა ხშირად სიმართლეს არ ამბობს. მაგრამ ოჯახიც უყვარს და ოჯახსაც არასოდეს მიუტოვებია ის - პირიქით.
ქალაბატონ ნათელას უნდა იტალიაში ყოფნა, და, თუ ეს ტექნიკურად, იურიდიულად შესაძლებელია და დასაშვები, თუ იტალიის სახელმწიფო აიღებს თავზე მის მკურნალობას, ეს მხოლოდ მის სასარგებლოდ იქნება და თვითონაც კმაყოფილი იქნება და ჩენც უნდა გაგვიხარდეს.
ჯერ კიდევ 2 ღამეს შეიფარავს მისი მეგობარი ნინო, რომელიც საზღაურის გარეშე აკეთებს ამას.
ერთად გადავწყვიტეთ, რომ იმ 300 ევროდან, რომელის რუსულ ეკლესიამ უმოწყალა, ნაწილი თანხით ნათელას ტელეფონი ეყიდა - ველოდებით, როდესაც დღეს საღამოს ნინოსთან დაბრუნდება, იგი გვაცნობებს საქმის ვითარებას.
ხვალ Centro Zaffiro-შიც ელოდებიან...
პრობლემა რჩება მისი შეფარება, სანამ იტალიის სამსახურები თავის სიტყვას იტყვიან.
ხვალ შევეცდები საქართველოს საკონსულოს დავუკავშირდე.
გთხოვთ, წონასწორობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ, და საქმიანი შემოთავაზების გარდა, აქ ერთმანეთის ან მთავრობების შეურაცხყოფით კომენტარების სივრცე არ გადავტვირთოთ.
ვინც მართლა ზრუნავს ადამიან, მოქალაქე ნათელა აგლაძეზე, ის მხოლოდ მის საკეთილდღეო საქმიანი და ეფექტური სურვილებით აღივსება!
უნდა ავმაღლდეთ ჩვენს მწირ ბუნებაზე და უფლის სახიერებასთან მიახლოვება ვეცადოთ!
მადლობა უფალს ყოველივესთვის!
შენდობას ვითხოვ", - წერს აგლაძე.