თეგებით ძიება

თბილისში ყოფილი ფეხბურთელი დაჭრეს - ვინ არის დაშავებული ახალგაზრდა?

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში, 25 მაისს  26 წლის კაცს ახალგაზრდა მამაკაცმა დამიზნებით ესროლა.

"რუსთავი2"-ის ცნობით, დაჭრილია  გუგა ფირცახლავა, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, სხვა პიროვნებაში შეეშალათ.  გუგა ფირცხალავა ყოფილი ფეხბურთელია. მას ცეცხლსასროლი ჭრილობა მხრის არეში აქვს მიყენებული.

სროლა "სტრადას" ვერანდაზე მოხდა, სადაც ათობით ადამიანი, მათ შორის ბაშვები იმყოფებოდნენ.

თვითმხილველებმა სულ 7 გასროლის ხმა გაიგეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

გასროლამდე "სტრადაში" ჩხუბი და კამათი არ ყოფილა, ეს გავრცელებულ ვიდეო კადრებშიც კარგად ჩანს. კადრებში ასევ ჩანს, როგორ გარბის ხალხის ნაწილი კაფედან, ნაწილი კი მაგიდის ქვეშ წვება. ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა