თბილისში, კაფეში ფეხბურთელის დაჭრის კადრები ვრცელდება (ვიდეო)
თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში, 25 მაისს 26 წლის კაცს ახალგაზრდა მამაკაცმა დამიზნებით ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი გუგა ფირცახლავა არის.
ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე და წერს, რომ ინციდენტის დროს მისი შვილიც კაფეში იმყოფებოდა.
"ახლაც ვერ მოვდივარ ჭკუაზე, რაც ვნახე. შუაში შავი ქურთუკით ჩემი შვილი ნონოა. ალბათ, ყველაფერი, რაც გაგვიკეთებია მშობლებს კარგი ჩვენ შვილებზე აისახა, რომ ცოცხლები გადარჩნენ. იმედს ვიტოვებ, რომ სწრაფად იქნება დაკავებული დამნაშავე და რამე უნდა მოვიფიქროთ მშობლებმა ძალადობის აღმოსაფხვრელად", - წერს ზამბახიძე.
თვითმხილველებმა სულ 7 გასროლის ხმა გაიგეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. გასროლამდე "სტრადაში" ჩხუბი და კამათი არ ყოფილა.