სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, 26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.