თეგებით ძიება

თავისუფლების მტერია სიღარიბე და უმუშევრობა - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავისუფლების მტერია სიღარიბე და უმუშევრობა.

"თავისუფლების მტერია სიღარიბე და უმუშევრობა, ამიტომაც, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ვმუშაობთ ეკონომიკური აღორძინებისა და სოციალური სამართლიანობისთვის და ამ გზაზე არაერთი გლობალური გამოწვევის მიუხედავად მნიშვნელოვან პროგრესს, თვალსაჩინო შედეგს მივაღწიეთ, მანამდე გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ბოლომდე არ დავამარცხებთ სიღარიბეს და უმუშევრობას, სანამ უზრუნველყოფილი არ იქნება თითოეული მოქალაქის სიძლიერე და კეთილდღეობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა