თეგებით ძიება

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ "არმენპრესი“ იუწყება.

"გილოცავთ სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საქართველოსთან ურთიერთხელსაყრელი და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ერთობლივი ძალისხმევით სომხეთი და საქართველო განვითარებას გააგრძელებენ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებისთვის.

სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასეთად დარჩება,“ - წერს ნიკოლ ფაშინიანი.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა