მამის თვალწინ მოხდა, რისი მოტეხვა და გატეხვაც შეიძლება, ყველაფერი დამართა - ჩოხატაურში მეათეკლასელ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა
ჩოხატაურში, მეათეკლასელ ნინი გიორგაძეს „ნივის“ მარკის ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა ის მასწავლებლიდან გამოვიდა და მამის მანქანაში ჯდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცეებს.
"მასწავლებლიდან გამოვიდა, მამა ელოდებოდა, მამის თვალწინ მოხდა… მანქანაში ჯდებოდა და ამ დროს დაეჯახა. სასწაულებრივად გადარჩა ბავშვი. რისი მოტეხვა და გატეხვაც შეიძლება, ყველაფერი დამართა. დალეწა ბავშვი. ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. როგორც ამბობენ, მძღოლი 18 წლის ახალგაზრდაა. დაზუსტებულად არ ვიცი. ყველას რომ აძლევენ საჭესთან ჯდომის უფლებას, იმიტომ ხდება ამდენი უბედურება. რაღაც ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ. შეიზღუდოს მართვის მოწმობების გაცემა. მაგათ პირიქით, დასწიეს ზღვარი და 16 წლის ბავშვს შეუძლია ახლა აიღოს მოწმობა. რა ვიცი… მთავარია გადავრჩით. ჩვენი ნინი კარგად იქნება“, - ამბობენ "გურია ნიუსთან“.
ცნობისთვის, შემთხვევა ჩოხატაურში რამდენიმე დღის წინ მოხდა.