თეგებით ძიება

რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა

დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღესასწაული თბილისის მთავარ ქუჩაზე განსაკუთრებით აღინიშნა.

რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ბავშვებისთვის მოეწყო სპორტული მოედნებიც, სადაც პატარებთან ერთად ზრდასრულებმაც ემოციური წუთები გაატარეს.

გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო სხვადსახვა სტენდი, მათ შორის გამოფენილი იყო მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთებიც.

 "ჩვენ წარმოვადგენთ მაღაზია "რემარკეტს", რომელიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ემსახურება.

ჩვენს დღევანდელ გამოფენა-გაყიდვაზე სწორედ მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები გვაქვს წარმოდგენილი. გამოფენა წარმატებით მიმდინარეობს, რადგან მსჯავრდებულების შექმნილმა ნივთებმა დიდი ინტერესი გამოიწვია", - განაცხადა TIA.GE-სთან  "რემარკეტის" კონსულტანტმა, სოფო გელაშვილმა.

თავისუფების მოედანზე წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს და შემდეგ კი ავიაციამ საქართველოს დროშის ფერებით ცა გაალამაზა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა