იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
აღმოსავლეთ იაპონიაში, ტოკიოსა და აღმოსავლეთ იაპონიის მიმდებარე რაიონებში მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 19:03 საათზე დაფიქსირდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.