„უპატიებელი რამეები ეპატიათ და ამის მერე, აუზი რა ბედენაა, ხალხო“ - თამო კეშელავა
ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს.
„აბა, რა ქნა ეს კობახიძე, ნწ, ნწ, ნწ...
ეს უეჭველი ზღვარია, ხო?
წითელი ხაზია, ალბათ.
მას მერე, რაც, დღისით, მზისით, შუა ქალაქში, პოლიციის თვალწინ, ქუჩაში გამოყვანილ ადამიანებს აცემინეს მოქალაქეები და სასიკვდილოდ აცემინეს ლექსო, ყველაფერი ტრუხდებათქო, ვთქვი და ვიმეორებ.
უპატიებელი რამეები ეპატიათ და ამის მერე, აუზი რა ბედენაა, ხალხო.
რა დამოუკიდებლობა, რის თავისუფლება, ღიად გეუბნება, რომ მიგათრევს რუსეთში.
ქილერს, 99 კაცის მკვლელს რომ უსაყვედურო, წკიპურტი რატომ დაარტყი კაცსო, ეგრე გამოგვდის..." - წერს კეშელავა.
ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, 26 მაისის დღესასწაულზე დასწრების ნაცვლად, აუზზე ირუჯება.