თეგებით ძიება

„2008 წლის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ ბინა გადმოგვცა, რომელიც საჭიროების გამო გავასხვისეთ“ - რას წერს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე?

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული ბინის გასხვისება მოუწია, თუმცა ახლახან იგივე სამინისტრომ ახალი ბინის გადაცემა შესთავაზა.

„არასოდეს  ვსაუბრობ ადამიანებთან ჩემს მატერიალურ მდგომარეობაზე. არიან ადამიანები, ვინც მხარში მიდგანან. თავს მარტო არ ვგრძნობ. ჩემი ეზოს მსგავს ეზოში თბილისში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. 2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ბინა გადმოგვცა, რომელიც საჭიროების გამო გავასხვისეთ. ახლახან თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა. სხვა ეზოშიც მექნება შესაძლებლობა გიმასპინძლოთ.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სითბოა, რომელსაც გიორგის კოლეგებს შორის ვგრძნობ სამსახურში“, - წერს მაკა ჩიკვილაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა