თეგებით ძიება

რეაქცია, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა, ჩემთვის სრული სიურპრიზი იყო - ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რეაქცია, რომელიც უვიზო რეჟიმის დაწესებას საქართველოში მოჰყვა, მისთვის სიურპრიზია და უკვირს, რომ ქართველი ხალხისგან მადლობის ნაცვლად „ქარიშხალი“ მიიღო.

"გულწრფელად რომ ვთქვათ, რეაქცია რომელიც გადაწყვეტილებას მოჰყვა, ჩემთვის სრული სიურპრიზი იყო. მე მეგონა, რომ ყველა იტყოდა: მადლობა, კარგია, მაგრამ არა, ამ საკითხზე რატომღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ამოვარდა, ძალიან უცნაურად და მოულოდნელად", - თქვა პუტინმა ორგანიზაცია Деловая Россия-სთან შეხვედრისას.

პუტინის თქმით, მისი მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ცდილობენ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება 10 მაისს მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა