თეგებით ძიება

კობახიძე 2019 წლის შემდეგ არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 26 მაისის ღონისძიებას 2019 წლის შემდეგ აღარ ესწრება.

“ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები. ირაკლი კობახიძე 2019 წლის შემდეგ მე არ მინახავს 26 მაისის ღონისძიებაზე. შესაბამისად დღეს მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე თითქოს სპეციალურად არ მოვიდა დღევანდელ ღონისძიებაზე, ეს არის თითიდან გამოწოვილი თქვენს მიერ რაღაც აგორებული ე.წ. სკანდალი”, – ამბობს კახა კალაძე.

ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, 26 მაისის დღესასწაულზე დასწრების ნაცვლად, აუზზე ირუჯება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა