დროა, დავიბრუნო ის, რაც ჩვენია - ვალერი ზალუჟნი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კონტრშეტევის დაწყებაზე მიანიშნებს.
მათივე ინფორმაციით, ვიდეო მთავარსარდლის ტელეგრამის არხზე გამოჩნდა. კადრებში ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლისთვის ემზადებიან.
„დროა, დავიბრუნო ის, რაც ჩვენია“, - აცხადებს ზალუჟნი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.