თეგებით ძიება

"ვისაც აღიზიანებს ჩემი პოსტები, წამშალეთ... სასტიკია ცხოვრება" - მაიკო კაჭკაჭიშვილი ოჯახის ტრაგედიაზე

კომპოზიტორ, მაიკო კაჭკაჭიშვილს, რომელსაც ბაბუა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა, საკუთარ ემოციებზე წერს და მიმართავს მათ, ვისაც მისი პოსტები აღიზიანებს.

"ვისაც აღიზიანებს ჩემი პოსტები, წამშალეთ ჩემი გვერდია და როცა ვწერ, ცოტა მეშვება გულზე ხოლმე ….

ისეე ბევრმა მითხრა: ნეტა, ბაბუაშენის ასაკამდე ყველა მივიდეთო და ღიმილით ჩამეხუტნენ, თითქოს რაიმე კარგი ხდებოდა…

ხო და როგორ ავხსნა, რომ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როცა ადამიანი ძალიან გიყვარს …

რაც ბაბუა წავიდა, ეს დღეები რაღაც უჩვეულო სიმშვიდეს ვგრძნობ, პანიკური შიშები რომ მქონდა, ბოლომდე მომეხსნა, უბრალოდ, სევდიანი ვარ და ჩემი ფუმფულა ბაჩუნა ბაბუა მენატრება და მენანება .. როგორი ბედნიერი ვარ იმით, რომ არაფერს არ ვაკლებდი, ერთი სული მქონდა, ჟურნალების ახალი ნომრები გამოსულიყო, რომ ეგრევე ამომეტანა, მთელ მსოფლიო ჩემპიონატს ერთად ვუყურეთ ეხლა. კვარას მატჩებზე ცრემლები მოსდიოდა, რო ვყვიროდით. კვარას გოლებზე იცინოდა, ბედნიერდებოდა.

ყველაზე მეტად ხაჭაპური უყვარდა და რაც მე ხაჭაპური ვუცხვე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სუპერ პროფესიონალი ვარ.

ზომით პატარა წამალს რომ მივცემდი, მეტყოდა - ამან რა უნდა მიქნას ბაბუა.

დიდ წამალს კმაყოფილი სვამდა, დიდი რომ იყო, ეგონა, უფრო უშველიდა.

ამდენი ზრუნვა, რაც ბედნიერებას მანიჭებდა, ეგეც თან წაიღო…

ახლა შევალ ოთახში, დავჯდები მის სკამზე, გამოვალ უკან ცარიელი და ასეე….

სასტიკია ცხოვრება", - წერს მაია კაჭკაჭიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა