თეგებით ძიება

პრეზიდენტი 2 დღეა გვაკრიტიკებს ასეთ მშვიდობიან პერიოდში, ესეც დემოკრატიის მაგალითია - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს მოქალაქეებს აქვს სრული თავისუფლება და ქვეყანა წინ მიდის.

"მე აღარ შეგაწყენთ თავს, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიარეთ საშინელი დღეები, 90-იანი წლები, უშუქობა, უგაზობა, უბედურება, კრიმინალების თარეში და მართვა, სახელმწიფო გადატრიალება, ომები, სამოქალაქო ომი, ქვეყანამ განიცადა სრული კატასტროფა. ჩვენ თუ შევადარებთ, სად ვიყავით ამ ომებამდე, სად იყო თუნდაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც კატასტროფა. ეს გავაკეთეთ ჩვენ, იმ დროინდელმა ხელისუფლებებმა ეს ამხელა განსაცდელი ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს. ვთქვათ პირდაპირ. ძალიან კომპლექსური საკითხებია, მე აღარ მინდა, ამ საკითხებს ჩავუღრმავდე, ძალიან ბევრი მიზეზები იყო, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი, რომ ჩვენ გადავიტანეთ ძალიან რთული პერიოდი.

დღეს მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობა გვაქვს, სტაბილურობა, ქვეყანა ვითარდება, მივდივართ წინ, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რიგ შემთხვევაში ათჯერ უფრო მეტი შედეგები, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს. განსხვავება არის მთავარი - დღეს გვაქვს დემოკრატია მეგობრებო, თუნდაც, ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღე გვაკრიტიკებს მთელს ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში. ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება. ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დემოკრატია. ჩვენს მოქალაქეებს აქვს სრული თავისუფლება“, - განაცხადა პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა