"საქართველო ძალიან უყვარს, ოჯახიც, მაგრამ ცდილობს, რომ იტალიაში დარჩეს..." - რა ინფორმაცია ვრცელდება ემიგრანტ ბებოზე?
იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ქალის, ნათელა აგლაძის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლალი ბურდული ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ბურდული წერს, ნათელა აგლაძეს საქართველოც და ოჯახიც უყვარს, თუმცა მას იტალიაში დარჩენა სურს.
"ქალბატონი ნათელა უნებლიედ იქცა ჩემთვის
დამოუკიდებლობის
სიმბოლოდ - როდესაც გინდა იყო და ხარ კიდევაც
შინაგანად
თავისუფალი…
საქართველო ძალიან უყვარს, ოჯახიც(პირადი ოჯახი არ ჰყავს), მაგრამ ცდილობს, რომ იტალიაში დარჩეს ( მან ხომ მრავალი წელი იცხოვრა აქ!)
იგი არაფერს ნანობს, არ მისტირის არაფერს - კლასიკური მაგალითი დადებითი და შინაგანად თავისუფალი პიროვნების…
ამ ხასიათის გამო, რომლის მიზეზად ახალგაზრდობიდანვე ბევრ განსაცდელში ჩაიგდო თავი, ის მომავლისკენაა მიმართული…
ის არ ნებდება ასაკს, ვითარებას, გამოუვალ მდგომარეობას…
(პირადად მეც მასწავლა ცხოვრებამ, რომ იმ არაკის არ იყოს, რძეში ჩავარდნილი ბაყაყივით უნდა ვეცადო თათების ტყაპა/ტყუპი არ შევაჩერო, სანამ ძალა გამაჩნია - იქნებ რძე ერბოდ იქცეს და ფონს გავყავარ განგებას!?)
ვინაიდან, არც სულიერი ავადმყოფის, არც ცბიერი ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს (და ჩემი და მრავალი თქვეთაგანის მიერ გამოხატული აზრიდან, ალბათ არც არის - ყველა დადებითად აფასებთ მას), მინდა ვეცადო, რომ მისი სურვილის განხორციელებაში დავეხმაროთ ყველა…
საქართველოს ჩათვლით…
ვნახოთ, თუ გამოვა…
თუ ცხოვრებაში რამე გამოგვდის, ეს იმიტომ, რომ უფალი უშვებს ამას…
მე ვუსურვებდი საქართველოს ( ანუ თვითოწულ ჩვენთაგანს რადგან სახელმწიფო ადამიანებისგან შედგება)
ქალბატონი ნათელასნაირ შინაგან დამოუკიდებლობას- არც არავის ვემონები - არც ვბატონობ არავის…
მადლობა ყველას, ვისაც როგორც ძალგიძთ მოწყალების და სიყვარულის გაღება…
ყოველივე უფლის სადიდებლად ! - მხოლოდ მისადმი “მონიბა” ჩემთვის შინაგანი სიმშვიდისა და თავისუფლების მომცემია!
P.S. ხომ ხედავთ, თმა უკვე შეიღება?! ნინოს დახმარებით, რა საკვირველია!
ერთ საიდუმლოს გავცემ, და ვიცი, არ გამიბრაზდება - ფრჩილზე ლაქიც წაისვა.
ჩვენთან რომ იყო იმ საღამოს, შხაპის შემდეგ ტანისამოსი დარეცხა, აბაზანის იატაკი მოგვიპრიალა და, სახის მკვებავი ხომ არ გაქვსო, შემეკითხა… ხოლო ვახშმისას ცოტა მიირთვა - საღამოს ჭამა სასარგებლო არ არისო… მაგიდიდან ამდგარმა, დუჩოს მხრებზე ხელი გააყოლა და მე ხმადაბლად მომმართა “წონაში დააკლებინეო”…
ხო, მართლა, გუშინ ტელეფონი იყიდა, დღეს ნომერს ჩართავს…", - წერს ბურდული.