თეგებით ძიება

თუ ევროპელ მეგობრებს რეალურად სურთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ევროპელ მეგობრებს რეალურად სურთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

"მე მჯერა, მინდა, რომ დავიჯერო, ასე არის უმეტესობა და უმრავლესობა ჩვენი ევროპელი მეგობრების, ჩვენ დღენიადაგ ვცდილობთ ამაში დარწმუნებას მეც, საგარეო მინისტრიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, მთელი გუნდი. თუ მათ რეალურად სურს ქვეყანაში ამ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების შენარჩუნება და რაც მთავარია, მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის, ნომერ პირველი ვალდებულების, ანუ პოლარიზაციის დასრულება, მაშინ ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. იმიტომ, რომ ამას ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, მეგობრებო. ჩვენს მიერ გავლილი გზით, ომებით, ბრძოლით, რითაც დღემდე მოვედით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა