თეგებით ძიება

სიმაღლეში გასაზრდელი ხალხური რეცეპტი - ნატურალირი საშუალება

გთავაზობთ სიმაღლეში გასაზრდელი ხალხური რეცეპტს.

ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში სი­მაღ­ლე­ში ზრდის პრო­ცესს 120-ზე მეტი გენი აკონ­ტრო­ლებს. ამი­ტო­მაა, რომ მა­ღალ მშობ­ლებს შვი­ლე­ბიც უფრო მაღ­ლე­ბი ჰყავთ, ვიდ­რე დაბ­ლებს. მაგ­რამ ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბას სწო­რი კვე­ბა წარ­მო­ად­გენს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ორ­სუ­ლო­ბის დროს, ასე­ვე - თა­ვად ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის პრო­ცე­სე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი.

ზრდის პრო­ცეს­ში უდი­დეს როლს ას­რუ­ლებს ჰორ­მო­ნუ­ლი ბა­ლან­სი. ამი­ტო­მაც არის, რომ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სი­მაღ­ლე­ში ჩა­მორ­ჩე­ნას უჩი­ვი­ან, უმე­ტე­სად ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. ძვლის ზრდას აკონ­ტრო­ლებს ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ზრდის ჰორ­მო­ნი, რო­მელ­საც თა­ვის ტვინ­ში მდე­ბა­რე პა­ტა­რა ჯირ­კვა­ლი - ჰი­პო­ფი­ზი წარ­მოქ­მნის. თვით ზრდის ჰორ­მო­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას კი თა­ვის ტვი­ნის სა­თა­ნა­დო ცენ­ტრე­ბი ას­ტი­მუ­ლი­რებს. მაგ­რამ ზრდის ჰორ­მო­ნი ორ­გა­ნიზ­მის სი­მაღ­ლის ერ­თა­დერ­თი რე­გუ­ლა­ტო­რი არ არის.

ორ­გა­ნიზ­მში გა­მო­ი­ყო­ფა მისი ან­ტა­გო­ნის­ტიც - ჰორ­მო­ნი სო­მა­ტოს­ტა­ტი­ნი. ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლუ­რი სი­მაღ­ლე სწო­რედ ამ ორი ჰორ­მო­ნის ბა­ლან­სის სა­ფუძ­ველ­ზე მი­იღ­წე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზრდის ჰრ­მო­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბა ძილ­ში.

ნორ­მა­ლუ­რი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ასე­ვე ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მონს, რო­მე­ლიც ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას არე­გუ­ლი­რებს. მისი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა ანე­ლებს ყვე­ლა ცვლით პრო­ცესს, მათ შო­რის - ძვლო­ვან სის­ტე­მა­შიც.

ზრდის სტი­მუ­ლა­ცი­ის­თვის არ­სე­ბობს ასე­თი ხალ­ხუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაც: 25 ცალი ას­კი­ლი და­ჩეჩ­ქვეთ და და­ას­ხით 1 ჭიქა მდუ­ღა­რე წყა­ლი, და­ა­ყე­ნეთ მთე­ლი ღამე, მე­ო­რე დი­ლას გა­და­წუ­რეთ და და­ა­მა­ტეთ ერთი ჭიქა გა­მო­წუ­რუ­ლი სტა­ფი­ლო, ერთი ჭიქა გა­წუ­რუ­ლი ჭარ­ხა­ლი, 1 ჭიქა ბრო­წე­უ­ლის წვე­ნი, 2 სუფ­რის კოვ­ზი თაფ­ლი და 2 ცალი გა­წუ­რუ­ლი ლი­მო­ნი. ამ­გვა­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხსნა­რის და­ლე­ვას და­ი­წყებთ რვის ნა­ხე­ვარ­ზე (დი­ლით) და ყო­ველ სა­ათ­ში სვამთ ერთ ჭი­ქას. ეს კეთ­დე­ბა თვე­ში ერთხელ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. შემ­დეგ სამი თვე ის­ვე­ნებთ, შემ­დეგ ისევ სამ­ჯერ გა­ა­კე­თებთ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და ასე შემ­დეგ.

წყარო: mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა