თეგებით ძიება

ბიჭი იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ მისი ამოცნობა დედამ მხოლოდ, პირადი ნივთებით შეძლო - ქობულეთში მოკლული 20 წლის ახალგაზრდა სახლში გადაასვენეს

ქობულეთში მოკლული 20 წლის, გიორგი ალხანიშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან უკვე გადაასვენეს.

ბიჭის ახლობლების თქმით, ახალგაზრდა იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ მისი ამოცნობა დედამ მხოლოდ პირადი ნივთებით შეძლო.

ახლობლების ინფორმაციით, მოკლული სტუმრად მეგობრის სახლში იყო, ის 17 მაისიდან გაუჩინარდა და მასპინძელი და თვითმხილველი გვამის პოვნამდე იტყუებოდნენ. 

მკვლელობის საქმეზე პოლიციამ სამი პირი დააკავა, შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ჩამდენმა პირმა ქვეყანა დატოვა.

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა 20 წლის ახალგაზრდის ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის ორ მათგანს ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა