ალბათ სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა - ირაკლი ღარიბაშვილი პუტინის განცხადებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავის განცხადებაში მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.
"ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში. მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას არ ჰქონია ამის თაობაზე მოლაპარაკებები. ჩვენ ძალიან ბევრი დიასპორის წარმოდგენილიყო ვიცით, რომ ითხოვდა ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. მთავარზე მინდა გააკეთოთ თქვენ აქცენტი, თუ ვინმე ითხოვდა ფრენების აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი... ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ გულისხმობდა სააკაშვილის მთავრობას", - ამბობს ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რუსეთი პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: "ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო ის რეაქცია, რომელიც სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოჰყვა. მეგონა, რომ ყველა იტყოდა - მადლობა, ეს კარგიაო - მაგრამ არა, იქ ამ თემაზე სრულებით გაუგებარი ქარიშხალი ატყდა. ძალიან უცნაურია და სიმართლე ითქვას, მოულოდნელია. როცა გვერდიდან ვუყურებ, ვფიქრობ - სულ შეიშალნენ? რა ხდება იქ, მათთან, გაუგებარია“.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.