"საოცარი და ბედნიერი ამბავი... რამხელა სასწაული მოხდა, არ იცით" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი?
სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი დედა-შვილზე წერს და აღნიშნავს, რომ მათ სახლი და საკუთარი ჭერი ენებათ.
"სადღესასწაულოდ, საოცარი და ბედნიერი ამბავი..
დედა-შვილი მდინარის პირას, მიტოვებულ ნანგრევებში აღარ დაიძინებენ.
იცხოვრებენ მარწყვისფერ სახლში, რომელიც საბოლოოდ დავამთავრეთ ირკლიმ და ლევანიმ გაუჩერებელი წვიმის და საშინელ პირობებში მოუმზადეს დამოუკიდებლად ცხოვრების დასაწყებად. შევუყვანეთ წყალი, დენი, გავუკეთეთ კანალიზაცია და რემონტი. ექნებათ საჭმელი, საოჯახო ტექნიკა და ნივთები
მაგარი ბიჭიც გაიზრდება და სიკეთის და სიყვარულის ფასიც ეცოდინება.
მადლობა ადამიანებო, ამათთვის რამხელა სასწაული მოხდა არ იცით. თქვენ ხომ ამათი ბედნიერი თვალები არ გინახავთ.
გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს", - წერს სინჯიკაშვილი.