თეგებით ძიება

სავიზო შეზღუდვების მოხსნაზე და ფრენებთან დაკავშირებით ძალისხმევა არ გაგვიწევია - ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას რუსეთთან ფრენების შეზღუდვების მოხსნის თაობაზე არავითარი ძალისხმევა არ გაუწევიათ.

„ოპოზიცია ამ ბოლო დროს, უსაფუძვლო ბრალდებებს მიეჩვია, რომლის უკანაც არაფერი დგას და რომელსაც საფუძველი არ აქვს. ხშირ შემთხვევაში, ამაზე რეაგირება გვიწევს, რადგან ჩვენი მოსახლეობისთვის გასაგები იყოს, თუ რაზე ვლაპარაკობ. არ ვიცი, რატომ მიეცა ამ საკითხს ასეთი ფორმა, ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებით შეზღუდვების მოხსნაზე არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, ამის შესახებ კომენტარი ყველა დონეზე იქნა გაკეთებული", - განაცხადა დარჩიაშვილმა

10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა