ვოლოდიმირ ზელესნკიმ 200-ზე მეტ კომპანიას სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 200-ზე მეტ კომპანიას რუსეთსა და ბელარუსში, სანქციები დაუწესა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, ახალი სანქციები რუსეთის 51 მოქალაქეს შეეხო, რომელთა შორის არიან მეცნიერები და ქარხნების გენერალური დირექტორები. სანქცირებულთა შორის ასევე მოხვდა რუსეთთან დაკავშირებული 220 იურიდიული პირი.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ სატელეკომუნიკაციო მომსახურებისა და რუსეთის რკინიგზის სტრუქტურები.