თეგებით ძიება

შესაძლოა, დაბერების პროცესს უბრალოდ შიმშილის შეგრძნება ანელებდეს? - ახალი კვლევის შედეგები ცნობილია

ახალი კვლევის თანახმად, დაბერების პროცესს უბრალოდ შიმშილის შეგრძნებაც კი შეიძლება ანელებდეს.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ თუნდაც მხოლოდ დაუოკებელი შიმშილის გრძნობას შეუძლია გამოიწვიოს დაბერების საწინააღმდეგო ის ეფექტი, რომლის მიღწევასაც ე. წ. ინტერვალური შიმშილობით ცდილობს ბევრი.

„შეგვიძლია ვთქვათ, სიცოცხლის გასახანგრძლივებელი დიეტის მთელი კვებითი მანიპულაციები, რომლებზეც მკვლევრები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, საჭირო არ არის. საკმარისია მხოლოდ არასაკმარისად კვების აღქმა“, — ამბობს ფსიქოლოგი სკოტ პლეტჩერი.

ინტერვალური შიმშილობა ბოლო წლებში მოდური დიეტა გახდა, იმის მიუხედავად, რომ მისი სარგებლიანობის მხარდამჭერი მტკიცებულებები მწირია და დიდწილად ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება.

ხილის ბუზებსა (Drosophila melanogaster) და მღრღნელებზე ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ კალორიების შემცირებას სიცოცხლის გახანგრძლივება და შეუძლია და ხელს უწყობს ჯანმრთელობას. თუმცა, დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა და მეტი კვლევაა საჭირო, ვიდრე ასეთი შედეგები ადამიანებზეც გვექნება. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის, რომ ზოგიერთმა კვლევამ ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები დადო, ანდაც პოტენციური საფრთხეები წარმოაჩინა.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა