თეგებით ძიება

"დამიპირეს ტელეფონის წართმევა..გამომაგდეს. რა ხალხია სამშენებლო ბიზნესში! ფულის ტომრები!" - რა გადახდა თეა გოდოლაძეს ბაგებში, მშენებლობაზე?

სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე ბაგებში მიმდინარე მშენებლობის დეტალებსა და ადგილზე თავს გადამხდარ ისტორიაზე სოციალურ ქსელში წერს.

"ბაგებში, ჩემი სახლის წინ მშენებლობაა. 14 სართულია კორპუსს აშენებენ. ადგილი არის საშინელი. აქ 14 სართულის კიდევ ჩაკვეხება, არის სიბეცე. ჩავედი დღეს, გარეთ იდგნენ, შევეკითხე დოკუმენტაცია რას აკეთებთ, უნდა გქონდეთ ადგილზე-თქო. შემობრძანდითო. შევედი, დავიხურე მუზარადი. მოვაწერე ოქმს ხელი. დავიწყე შეკითხვების დასმა. რატომ ჩაჭერით გრუნტი. გვერდით უკვე მდინარე ჩამოდის. ჩაჭრილი გრუნტი შეგვიქმნის პრობლემას და ა. შ. სურათების გადაღება მინდოდა. დამიპირეს ტელეფონის წართმევა. ავკივლდი ხელი არ მახლოთ-მეთქი. გამომაგდეს. ტელეფონს ვინც მართევდა ვერ გადავიღე, ხელი გადავიღე. რა ხალხია სამშენებლო ბიზნესში! ფულის ტომრები!", - წერს გოდოლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა