თეგებით ძიება

თავისუფლება ნიკას - პრეზიდენტის სასახლესთან აქცია იმართება

თავისუფლება ნიკა გვარამიას – პრეზიდენტის სასახლესთან “ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” წევრები, ჟურნალისტები და აქტივისტები "მთავარი არხის" დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ.

"პრეზიდენტს ძალიან გვინდა ვთხოვოთ, რომ შეიწყალოს ნიკა, მართალია ჩვენ მისგან ამას დიდი ხანია ველოდებით და ცოტა არ იყოს იმედგაცრუების ზღვარზე ვართ. მაგრამ, მნიშვნელოვანია ის, რომ მარტო ნიკა თავისუფლებაში აღარ არის უკვე საქმე. ნიკას თავისუფლება დღეს პირდაპირ უაკვშირდება ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რომელთანაც სალომე ზურაბიშვილიც მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამიტომ, აუცილებელია, რომ ნიკა გათავისუფლებით, სალომე ზურაბიშვილმა გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ”, – ამბობს პაატა იაკობიაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა