თეგებით ძიება

შეწყალება სალომე ზურაბიშვილის უფლებაა და არა ვალდებულება - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ არასწორია, ერთი მხრივ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვდე და მეორე მხრივ, მას ლანძღავდე.

"არ მინდა განვეკუთვნებოდე იმ ადამიანთა რიგებს, რომლებიც ერთი მხრივ, მოელიან ქალბატონი ზურაბიშვილისგან სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯის გადადგმას და მეორე მხრივ, იქვე, ღიად აკრიტიკებდნენ,  რადგან მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს ქალბატონი ზურაბიშვილის უფლებაა, შეიწყალოს თუ არა პოლიტიკური პატიმარი და არა ვალდებულება. ამიტომ, შედეგზე ორიენტირებული, პრაგმატული და რაციონალური არ არის, ერთი მხრივ მოელოდე, სთხოვდე, დიახ, ეს თხოვნაა და არა მოთხოვნა, რომ თავისუფლება დაუბრუნონ და მეორე მხრივ, ლანძღავდე“, - აცხადებს ნიკა მელია. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტის სასახლესთან “ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” წევრები, ჟურნალისტები და აქტივისტები "მთავარი არხის" დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა