რუსებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს - არის მსხვერპლი
ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს , დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
"მტერი აგრძელებს ხარკოვის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. დღეს, დაბომბვის შედეგად კუპიანსკის რაიონში, შიპუვატეში 61 წლის ქალი გარდაიცვალა. ასევე დაიჭრა 60 წლის კაცი . ის საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აცხადებს სინეგუბოვი.