თეგებით ძიება

ნუ იფიქრებ, რომ დამარცხდები, როცა მოქმედება ჯერ არც დაგიწყია

ოდესმე გიგრძვნიათ, რომ არავის სჯერა თქვენი? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რთულ ცხოვრებისეულ ამოცანას ასრულებთ. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, განსაზღვრონ თქვენი ცხოვრების შედეგი. თქვენი დიდი მიზნის ან ოცნების განსახორციელებლად მოტივირებული რომ დარჩეთ, მნიშვნელოვანია, ზუსტად გაიგოთ, რა არის თქვენი მისია და რატომ.

როგორც ალბერტ აინშტაინმა თქვა, "მშვიდი ცხოვრების ერთფეროვნება და მარტოობა შემოქმედებით გონებას ასტიმულირებს".

იზეიმეთ მცირე გამარჯვებები. მცირე მოგება გადამწყვეტია, როცა რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთებას ცდილობ. თქვენს გონებას დოფამინი „სწყურია“, რომელსაც მცირე წარმატებისგან მიიღებთ. დაიმახსოვრეთ რეი რობინსონის სიტყვები: „იმისთვის, რომ გახდე ჩემპიონი, უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის, როცა შენი შესაძლებლობების არავის სჯერა“.

იყავით მომთმენი. ყველამ უნდა ისწავლოს ჯერ ცოცვა, სანამ სიარულს შეძლებენ, ისევე როგორც წიგნის კითხვა - რომანის დაწერამდე. მიიღეთ ცვლილება განვითარებისთვის. თუ კომფორტის ზონაში დარჩენას ამჯობინებთ, ეს ნიშნავს, რომ არ გჯერათ, რომ შეძლებთ დესტრუქციული ქცევის ან აზროვნების ჩარჩოს შეცვლას.

როცა თავს დეპრესიულად გრძნობთ, სამყარო მუქად გამოიყურება; თითქოს თქვენთვის ყველგან დაიკეტა კარი და ყველა წარბებშეკრული გიყურებთ.

ნეგატიური მოვლენები აუცილებლად იქნება თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ კვლევის მიხედვით, თუ ფიქრობთ, რომ ნეგატივი განაგებს თქვენს ცხოვრებას, ეს ასეც მოხდება, რადგან ნეგატიური მუხტი გადამდები და მაგნიტურია.

გააცნობიერეთ, რომ ეს მხოლოდ წამით ხდება. თქვენ ვერ გააკონტროლებთ მთელ სამყაროს, მაგრამ უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის და მზად დახვდეთ მოულოდნელ ცვლილებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა