1-ლი ივნისიდან, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება
1-ლი ივნისიდან, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი დაიწყება.
პირველ ეტაპზე კანონი 4 ქალაქში ამოქმედდება - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში; სანქციები კი შემდეგნაირად განისაზღვრება: დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით.
შემოწმებას გაივლის ის ავტოსატრანსპორტო საშუალებაც, რომელიც გზაზე მოძრაობს და ხილული გამონაბოლქვი არ გააჩნია.
საპატრულო ეკიპაჟს ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების უფლება ექნება.