კანის 73-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია
კანის რიგით 73-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია.
ოქროს პალმის რტო გადაეცა ჟუსტინ ტრიეს ფილმს – „დაცემის ანატომია” („Anatomy of a Fall”). ფესტივალის ისტორიაში ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც მთავარი ჯილდოს მფლობელი ხდება ქალი რეჟისორის გადაღებული ფილმი.
გრან პრის მფლობელი გახდა ჯონათან გლეიზერის ფილმი – „The Zone of interest”. საუკეთესო რეჟისურისთვის კი პრიზი დაიმსახურა ტრან ან ჰუნგმა (Tran Anh Hùng) ფილმისთვის „The Pot au Feu”.
ჰიროკაძუ კორეედას ფილმისთვის „მონსტრი” დაწერილი სცენარისთვის ოქროს პალმის რტო მოიპოვა იუჯი საკამოტომ.
ჟიურის პრიზი გადაეცა აკი კაურისმიაკის ფილმს – „Fallen Leaves”.
ქალისა და მამაკაცის საუკეთესოდ შესრულებული როლებისთვის ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდნენ მერვე დიზდარი და კოჯი იაკუშო (Kôji Yakusho). ფილმებში „About Dry Grasses” და Perfect Days” შესრულებული როლებისთვის.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად დასახელდა „27″.