თეგებით ძიება

26 მაისს ვარჯიში არ შეიძლება? – რას ამბობს ირაკლი კობახიძე?

მმართველი პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას, თუ რატომ იყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს სპორტდარბაზში, ასე უპასუხა.

„26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ, მოგეხსენებათ, კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, მე არც შარშან დავსწრებივარ ამ ღონისძიებას, არც წელს დავსწრებივარ, ეს ყველამ იცოდა, შესაბამისად, აბსოლუტურად ხელოვნური იყო ის აჟიოტაჟი, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ.

გარდა ამისა, მე მინდა, ამ მაგალითზე ვაჩვენო, კიდევ ერთხელ, ნაცმოძრაობის სახე - რეალურად, სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის მათი წარსულიდან, 2012 წლამდე. რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სახეს, ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი.

სპეკულაციები არის ხელოვნური იმიტომ, რომ ცურვასთან და ვარჯიშთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმას, რომ მე არ ვესწრებოდი ამ ღონისძიებას, ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არიან კონსტიტუციური თანამდებობის პირები, შესაბამისად, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ თითქოს ცურვასთან და ვარჯიშთან რაიმე კავშირი ჰქონდა ჩემს არდასწრებას ამ ღონისძიებაზე.

26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში? არა, რას ჰქვია, 26 მაისს ვარჯიში არ შეიძლება? არა, აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო, რა შუაშია აქ ვარჯიში? იმას გეუბნებით, რომ სპეკულაციაა თავისთავად ამაზე საუბარი. ვარჯიშთან არაფერ კავშირში არ იყო ჩემი არმისვლა იმ ღონისძიებაზე, ისედაც არ ვესწრები ხოლმე ამ ღონისძიებებს“, - თქვა ირაკლი კობვახიძემ.

ცნობისთვის, 26 მაისს კობახიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრო, ჟურნალისტებმა ის სპორტდარბაზში დააფიქსირეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა