თეგებით ძიება

"საქართველო" ლამაზად მარტო ქართულად ჟღერს. "Sakartvelo" სულაც არ მელამაზება“ - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

„მე მაპატიეთ, მაგრამ "საქართველო" ლამაზად მარტო ქართულად ჟღერს. 

"Sakartvelo" სულაც არ მელამაზება. 

და ქართველი როგორ იქნება უკრაინულად? "საკარტველოც"? 

ვისაც არ სურს რუსული "გრუზია" დაგვიძახოს, იმან დაგვიძახოს "ჯორჯია", თუმცა სლავურ ქვეყნებში თუ  "გრუზიას" დაგვიძახებენ, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას. იაპონიაში რატომ გვეძახიან "გრუზიას" ეს ვერ გავიგე თორემ... “ - წერს მეტრეველი.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ისტორიული სახელწოდებით (საქართველო) მოხსენიებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაარეგისტრირეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა