თეგებით ძიება
28. 05. 2023 მსოფლიო

„პუტინთან შეხვედრის შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს“ - რას წერს ბელარუსი ოპოზიციონერი ლუკაშენკოზე?

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბელარუსი ოპოზიციონერი, ვალერი ცეპკალო „ტელეგრამზე“ წერს.

„ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც დამატებით დადასტურებას საჭიროებს, ლუკაშენკო პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში.

ბელარუსის დიქტატორის გადასარჩენად ორგანიზებული ღონისძიებები მიზნად ისახავდა სპეკულაციის თავიდან აცილებას მის მოწამვლაში კრემლის შესაძლო მონაწილეობის შესახებ“, - განაცხადა ოპოზიციონერმა.

ცეპკალომ მოგვიანებით დასძინა, რომ იყო მცდელობა, ლუკაშენკოს ყოფნა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში სამედიცინო გამოკვლევით აეხსნათ.

„ასეთი ვერსიის წინ წამოწევა სავსებით ბუნებრივია, როგორც პაციენტის რეალური მდგომარეობის დამალვის მცდელობა“, - აცხადებს ოპოზიციონერი. 

წყარო: „პრაიმტაიმი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა